კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.
პანაშვიდს გარდაცვლილთა ახლობლები, მოქალაქეები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ბათუმშია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.
სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, ხვალ გარდაცვლილებს ტაძრიდან გაასვენებენ. ეკლესიაში 4 ცხედარია დასვენებული.