რიგგარეშე სესია, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ ორშაბათს ჩაინიშნა. ხვალ კი უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძეს ელოდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანდიდატს კომისიების გაფართოვებულ ფორმატში მოუსმენენ, გაიმართება ფრაქციებთან შეხვედრებიც. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს უმრავლესობა მხარდაჭერას უცხადებს, ოპოზიცია კი კონსულტაციებს ელოდება. ფრაქცია ნაციიონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ზურაბ პატარაძის სამოქმედო გეგმას გაეცნობიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.