უბედურმა შემთხვევამ ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა. 9 დაღუპულს ქალაქი გლოვობს. ე.წ-ლი მემორიალური რკინის კონსტრუქცია ყვავილებმა დაფარა. მოქალაქეებს ადგილზე გარდაცვლილი პატარების ხსოვნის პატივსაცემად რბილი სათამაშოები მიაქვთ.
ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადი ორი დღეა არ წყდება. სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. დავლაძეები დღეს სოფელ ჭარნალში დაკრძალეს.