8 ოქტომბრის ტრაგედიიდან მესამე დღე, 9 გარდაცვლილი: მაია თოდუა, დათა შომახია, ინგა მეკეიძე, ერეკლე დავლაძე, ანასტასია დავლაძე, ნუგზარ დავლაძე, ჯემალ ბაუჟაძე, სერგო ჩხატარაშვილი, გულნარა აბჟანდაძე.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ხვალ საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფომ უწყებებზე დაეშვება დროშები, არ ჩატარდება გასართობი აქტივობები. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გაჩერებულია სამუშაოები.
რადგან საფრთხე არ შექმნოდა გვერდით მდებარე კორპუსებს, ადგილზე მიდიან მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.