8 ოქტომბრის ტრაგედიიდან მესამე დღე, 9 გარდაცვლილი და 1 დაშავებული. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გაჩერებულია სამუშაოები.
ადგილს უკვე ექსპერტები სწავლობენ და მომხდარის მიზეზებს იკვლევენ, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, გაწმენდითი სამუშაოები იქედან გამომდინარე შეჩერდა, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გვერდით მდებარე კორპუსებს, სწორედ ექსპერტების დასკვნის მიხედვით უნდა გადაწყდეს როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.