ფსიქოლოგები დაზარალებულებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობენ

10 ოქტომბერი 2021, 18:41 1847 ნახვა

ბათუმელი ფსიქოლოგები 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის მობინადრეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფსიქოლოგიური ტრავმა ცოტა მოგვიანებით იჩენს თავს, ამიტომაც სპეციალისტები დაზარალებულებს დასახმარებლად ბათუმის უნივერსიტეტის კლინიკასა და ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრში სტუმრობას სთავაზობენ. ამ ეტაპისთვის ერთ-ერთმა დაზარალებულმა უკვე მიმართა ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი