ფესტივალის ,,ღამის სერენადების" მესამე კონცერტი ბათუმში ამ წუთებში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს, დღეს წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამა სახელწოდებით „ტანგოს სული“ ,რომელიც არგენტინული ცეკვით არის შთაგონებული.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სოლისტები მარიო სტეფანო პიეტროდარკი ,თამარ ლიჩელი , კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“.
საკონცერტო პროგრამა კი ასტორ პიაცოლას ,მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოს ნაწარმოებებით შედგება.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს.
ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროები ,ასევე ბათუმისა და თბილისის მერიაა.