ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

26 აგვისტო 2025, 19:04 324 ნახვა

ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

ფოტო: არქივი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში