საქართველოში მშვიდობისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არაა, 2008 წლიდან ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა - ევროკავშირის წარმომადგენლობა

27 აგვისტო 2025, 10:41 133 ნახვა

საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა.

„საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში