"მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, ქობულეთის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრში კონცერტი „ ორი ჯუჯა“ გაიმართა, რომელიც ნუგზარ კვაშალისა და ვახტანგ ტატიშვილის დუეტის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონცერტის მთავარი შემსრულებლები სწორედ ანსამბლ „ივერიას“ წევრები იყვნენ, რომლებმაც ყველასათვის ნაცნობი და ახალი სიმღერები შეასრულეს.
პროექტის ორგანიზატორი ქობულეთის თვითმმართველობა და აჭარის კულტურის სამინისტროა.