მომხდარზე პასუხს გამოძიება გასცემს, უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენთვის - თორნიკე რიჟვაძე 

09 ოქტომბერი 2021, 17:20 944 ნახვა

ეს არის უმძიმესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება გასცემს პასუხს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ამ ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, ასევე დიდი მადლობა თითოეულ მაშველს, რომელიც ორი დღის განმავლობაში თავგანწირვით ცდილობდა ამ ადამიანების გადარჩენას. მადლობა შს მინისტრს, რომელიც ორი დღეა, აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველების და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გვყავს ცხრა დაღუპული. მაშველებმა მოახერხეს გადარჩენილიყო მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება ამ შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, ამაზე გამოძიება გასცემს ობიექტურ და სრულ პასუხს. ასევე ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და გარკვეულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალი თვითნებური სამშენებლო სამუშაოებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი