მიშენებები ეს 90-იანი წლების პრობლემაა, როგორც ბათუმში ასევე თბილისში. დედაქალაქში კიდევ უარესია რაც არის, არ ვიცი რა უნდა უყოს ამას ხელისუფლებამ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაუურმა.
''ეს არის უდიდესი პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო ბათუმში. ხელისუფლებას, რომ მიეხედა 90-იანი წლებიდან, დღემდე ყველა ხელისუფლებას მათ შორის. ბოლო პერიოდში მიშენებები არ განხორციელებულა თბილისში განსაკუთრებით'' - ამბობს მინისტრი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია რა გახდა სახლი ნგრევის მიზეზი.
''ამას ვერ იტყვის გამომძიებელი და პოლიციელი. ეს უნდა თქვას ექსპერტმა ეს გამოიწვია 15 წლის წინანდელმა დაშენებამ თუ სარემონტო სამუშაოებმა, რომელსაც პირველ სართულზე აწარმოებდნენ'' - განაცხადა გომელაურმა.