ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე უკვე 10 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნანგრევებიდან მაშველებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების ხმა ესმოდათ.

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი დაშავებული - ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სახლის ნანგრევებში დაახლოებით 15-მდე ადამიანია მოყოლილი

26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს დილით ჩამოინგრა.
