8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 83 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 365, მძიმე პაციენტია 87, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.
660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.