მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

06 ოქტომბერი 2021, 10:57 1362 ნახვა

საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მსახიობი დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.

ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები"), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება"), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა") , ჭოლა ("პირველი მერცხალი"), ნიკო ("გაქცევა გათენებისას"), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა"), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე"), ერმილე მამალაძე ("მევლუდი").

მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე", "როგორ ვიცხოვრო უშენოდ", "თბილისი, პარიზი, თბილისი", "ჟამი მოქცევის", "სათნოებათა კიბე" და სხვა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში