დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.
გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.