მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ალტერნატივის სახით კი, ის სასამართლოს გირაოს შესთავაზებდა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
მისივე თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, დაკავებულების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელის შეშლა რაში გამოიხატა.
პროკურორის განმარტებით არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, რის გამოც, მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.