ძალთა გადანაწილება ბათუმის ახალ საკრებულოში

04 ოქტომბერი 2021, 19:38 872 ნახვა

იმის გამო, რომ 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მერობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მათ ბედს არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს, რომელიც კანონის თანახმად, მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ვიდრე გაირკვევა, ვინ გახდება ხელვაჩაურისა და ბათუმის მერი, უკვე ცნობილია, რომ  35 წევრიან საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს „ქართული ოცნება“ პროპორციული სიით,რომელსაც დაემატება მაჟორიტარები. ჯამში სახელისუფლებო პარტიას სავარაუდოდ ეყოლება 16 დეპუტატი. ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12  წევრი შეჰყავს საკრებულოში + 3 მაჟრიტარი 1 პროპორციული მანდატი კი ლელოს ერგო.  ამ მოწვევის საკრებულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც 3 წარმომადგენელი ეყოლება. ჯამშ ოპოზიცია 19 დეპუატატით იქნება წარმოდგენილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი