სოფელ დანისპარაულში ხანძარია.
ცეცხლი, რამდენიმე წუთის წინ, იმედა პაპიძის ხის სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 4 წევრიდან არავინ იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
ფოტო: არქივი