ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს - კობახიძე

04 ოქტომბერი 2021, 14:28 775 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ამბობს, რომ საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გადასანაწილებელი 2 068 მანდატიდან ოცნებამ 1 331 მიიღო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 502 მანდატი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ''ქართული ოცნება'' თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში მყარ უმრავლესობას ქმნის.

მისივე განცხადებით, ''ნაციონალური მოძრაობა'' მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს.

''ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით 2 068 მანდატი იყო გასანაწილებელი. ეს მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა. „ქართული ოცნება“ 1 331 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 502 მანდატი, „საქართველოსთვის“ 109 მანდატი, „ლელო“ 27 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 18 მანდატი“, მესამე ძალა - 8 მანდატი,, მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 6 მანდატი, ''პატრიოტთა ალიანსი'' 5 მანდატი, ''ევროპელი სოციალისტები'' - 4 მანდატი, გირჩი მეტი ტავისუფლება - ერთი მანდატი'' - განაცხადა კობახიძემ.

მთლიანობაში მმართველმა პარტიამ საკრებულოებში მანდატების 66% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ'' 25%, სხვა პარტიებმა კი - 9%.

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო, თუმცა საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება. 

მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ 2 მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები. მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმიც.

ქართველი ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. პოლარიზაციის და ღალატის პირობებში, ასეთი მყარი ლეგიტიმაციის მიღება, ცხადყოფს ამომრჩევლის ნებას გაგრძელდეს მშვიდობა.  ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 

ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისთვის'' - განაცხადა კობახიძემ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი