კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი რუსეთში

04 ოქტომბერი 2021, 11:44 797 ნახვა

236 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში.

კოვიდ-19-ით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს  890 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელს კი დამატებითი რეგულაციები შემოაქვს.

შიდა სივრცეებში შესვლას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც ვაქცინის ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული, ან კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვთ.

კოვიდპასპორტებს გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ორჯერადად ბოლო 6 თვის განმავლობაში აიცრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში