სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა 

04 ოქტომბერი 2021, 09:50 1059 ნახვა

დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა. ასევე მუშაობა განაახლეს ბაღებმა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში დაცული უნდა იყოს ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, მშობლებს საშუალება აქვთ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ვალდებული არიან ატარონ პირბადე.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო  კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი