ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, აქ ვართ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ - ნიკა მელია

02 ოქტომბერი 2021, 10:58 615 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი #6 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, რაც შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების პირობებში.

მისივე თქმით, ის უბანზე არ მისულა იმისთვის, რომ ვიღაც დაამარცხოს, მივიდა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

„ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა. მარტივია ყველასთვის ასახსნელად, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, არ სურს ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს, თითქოს, კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში, სუს-თან მჭიდრო დგომაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებაში მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, რომ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ დღის განმავლობაში ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყუილს ამბობს და არცერთი სიტყვა აღარ დაეჯერება, მათ მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული. ქვეყანა დღეს ამ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა - სამი ადამიანი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას რომ იცით, მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ვგულისხმობ გომელაურს, ლილუაშვილს, ღარიბაშვილს. ამ სამი ადამიანის და სხვების და სხვების მმართველობა ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, თუ გსურთ საქართველოში მხოლოდ ერთი ფერი, ლურჯი ფერი არ იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ, არჩევნებზე მოდით.

ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა და ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ სურს ვიხილოთ არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ტყუის და მხოლოდ იმ სამ ადამიანზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დაკავებულია. ვისაც სურს კოალიციური მმართველობა, რომ ქვეყანაში არ იყოს ერთი ფერი, არჩევანი ძალიან ადვილია. ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, რაც შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში