შუახევში, შუბნის საჯარო სკოლას, სადაც ცნობილი პროფესორი და ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე სწავლობდა მისი სახელი მიენიჭა. იგი წელს კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, იყო ბათუმის პრეფექტი და ქვეყანაში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.
მის სახელს უკავშირდება ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიცისტური წერილები. ტარიელ ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევსა და ტაოში.