''ბათუმში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან“ - გაერთიანებული ოპოზიცია

30 სექტემბერი 2021, 18:27 953 ნახვა

დილიდან კი პირიქით, ოპოზიცია   მმართველი პარტიისკენ იშვერს თითს და აცხადებენ, რომ  ქართული ოცნება   2 ოქტომბრის  არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამისთვის, როგორც ირწმუნებიან, ნაცნობ პრაქტიკას გამოიყენებენ.

ოპოზიციის მტკიცებით, უბნებზე დატრიალდება ე.წ-ლი კარუსელი. ანუ, როგორც გიორგი კირთაძე აცხადებს , მმართველი გუნდის წევრები ამისთვის ძირითადად იმ ადამიანების ხმებს გამოიყენებენ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ქვეყანაში არ იმყოფებიან. ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები. ოპოზიცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებენ, ყველა ამომრჩეველი კედლის სიაში გადაამოწმონ. ქართულ ოცნებაში კი თქვეს, რომ ე.წ-ლი კარუსელები ოპოზიციის სტილია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში