4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუმცა განათლების სამინისტროს განცხადებით, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ვისაც სწავლის ონლაინ გაგრძელება სურს, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სპეციალურ ვებგვერდზე: online.emis.ge. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება ან რეგისტრაციის გაუქმება შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს.