„ქვეყანაში მედია გარემოსთან მიმართებით მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია“ - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშში, რომელიც საპარლამენტოდან თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად მოყვანილია, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები. განმარტებულია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში უკანონო მოსმენებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნავენ, რომ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ გრძელდება.„ქვეყანაში მედია გარემოსთან მიმართებით მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია“ - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშში, რომელიც საპარლამენტოდან თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად მოყვანილია, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები. განმარტებულია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში უკანონო მოსმენებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნავენ, რომ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ გრძელდება.