მასწავლებლებს კორონავირუსიზე ტესტირება უტარდებათ

28 სექტემბერი 2021, 14:50 694 ნახვა

ბათუმის სკოლებში მასწავლებელთა ტესტირება დაიწყო. პედაგოგებს კორონავირუსზე კვლევა პისიარ და ანტიგენ ტესტით უტარდებათ. ამ სასწავლო წელს ეს კოვიდზე პირველი შემოწმებაა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებას, სავარაუდო თარიღი 4 ოქტომბერია, თუმცა სკოლებში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელიან. აჭარის განთლების სამინისტროს მონაცემებით, მასწავლებელთა 70% კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია. ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებლი კი, რაც სასწავლო პროცესის განახლების ერთ-ერთ პირობად სახელდებოდა, აჭარაში დღევანდელი მოანცემებით 3,4 % _ ია.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში