ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე, ლავის ამოფრქვევა განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ლავა ვულკანის დასავლეთ ფერდობზე მიედინება და ზღვას უახლოვდება. სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლება სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ლავის ზღვაში ჩადინების შემთხვევაში, მოსალოდნელია აფეთქებები და მომწამვლელი აირის გამოყოფა. ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულზე შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა. ბოლო მონაცემებით, განადგურებულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ასევე ეკლესიები და ბანანის პლანტაციები.