ბათუმში 4 ახალი სკოლა შენდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულდა 3 თანამედროვე სტანდარტის სკოლის მშენებლობა. დაწყებულია ბათუმის N15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი სამსართულიანი სასწავლო შენობის მშენებლობა. 700 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც. ასევე N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება. ჯამში რეგიონში, 10 სკოლა შენდება და 40-ს რეაბილიტაცია უტარდება.