28 წელიწადი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი 2021, 20:28 1128 ნახვა

28 წელი ტრაგიკული დღიდან, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის ასსრ-ში სიტუაცია ჯერ კიდევ 1989 წლის მარტში დაიძაბა როდესაც, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის კრებაზე აფხაზეთის ასსრ-სთვის საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. 1991 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ორეროვან აფხაზურ რესპუბლიკაზე შეთანხმდნენ, სადაც წამყვან თანამდებობებს ეთნიკური კვოტებით დაიკავებდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორივე ეთნოსის დეპუტატთა მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო. 1991 წლის ბოლოდან საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია. აფხაზეთის მმართველებმა არ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყეს.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. 1993 წლის სექტემბერში აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. 10 ათასზე მეტი დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, დაკარგული ტერიტორიები, 300 ათასზე მეტი დევნილი ასეთი რეალობაა დღეს. როგორ ცხოვრობენ საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ქცეულები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი