რა იქნება არჩევნების მეორე დღეს?

27 სექტემბერი 2021, 20:06 1710 ნახვა

5 დღე არჩევნებამდე და ისევ დაძაბული ვითარება ქვეყანაში. ოპოზიცია გამარჯვებას წინასწარ პროგნოზირებს და ამბობენ, რომ 2 ოქტომბერს ხელისუფლებას განაჩენს გაუფორმებენ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. თავად ხელისუფლება კი საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს ჰპირდება.

წინასაარჩევნო მარათონის დასრულების პარალელურად, მმართველ გუნდში განწყობები, არჩევნებთან დაკავშირებით, ამაღლებულია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამბიცია არის, რომ ახლაც სანიმუშო არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. მისივე თქმით ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ მისცემენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი