ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი გახდება, რომელიც დისერტაციის დაწერისას პლაგიატში ამხილეს.ბერლინის პარლამენტში არჩევნების შედეგად სოციალ-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა, რომლის სიის სათავეში გიფია. მან ხმების 21,4% მიიღო. ივნისში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კომისიამ გიფის ჩამოართვა დოქტორის წოდება. უნივერსიტეტის პრეზიდიუმმა ეს გადაწყვეტილება გიფის დისერტაციის შემოწმებისა და კონსულტაციების შემდეგ ერთსულოვნად მიიღო. მანამდე გიფი პლაგიატში ბრალდების გამო მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.