მეწყრული პროცესების გამო პეტრას ციხე დაკეტილია

27 სექტემბერი 2021, 15:20 1196 ნახვა

მე-4 დღეა პეტრას ციხე ქალაქი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.  მიზეზი აქ განვითარებული მეწყრული პროცესებია. დაზიანებულია სასეირნო  ბილიკები და შიდა გზის ნაწილი, სადაც  ღია ნაპრალებია. ტურისტული ობიექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბალანსზეა,  აქ დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ქობულეთის მერი კი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროცესში ჩართულია. ტერიტორიას იკვლევენ გეოლოგები.

 

მასალაში გამოყენებული დრონის კადრები აღებულია სოციალური ქსელის "ჩვენ გვიყვარს ციხისძირის" გვერდიდან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში