ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა თეატრალური სეზონი პრემიერით გახსნა.
პრემიერაზე, მაყურებელმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი - „ქალთევზა ნახა. სპექტაკლი კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა და დარბაზში მხოლოდ 90 მაყურებელი განთავსდა. საპრემიერო ჩვენება ხვალაც გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.