ტყვიის წყაროს ძებნა სახლებში

09 იანვარი 2022, 20:25 2343 ნახვა

აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა - ეს საგანგაშო მონაცემი 2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ჩატარებული კვლევით გახდა ცნობილი.

ორგანიზმში ტყვიის დასაშვები ნორმა არ არსებობს. თუმცა ზღვარი არის 5 მიკროგრამი/ დეცილიტრზე, და სწორედ ასეთ დროს  ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ბავშვებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში