ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება დაიწყო. ფაქტს ინსპექტირების თანამშრომლები სწავლობენ. მათ უნდა დადონ დაზუსტებული დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ტოკსიკური სუნის გავრცელება ქალაქში.
ექსპერტებმა ნავთობპროდუქტის ზღვაში ჩაღვრის ფაქტი გამორიცხეს, მთავარ ვერსიად ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვა განიხილება.