ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება. პროექტი არანაკლებ 90 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. კომპანია „სტარარჯი“ პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას 6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სამრეწველო ზონაში სახელმწიფო-საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს, რისთვისაც 14 მლნ ლარი დაიხარჯება.ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო. ვიდეო მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.