იალბუზზე 5 რუსი ალპინისტი დაიღუპა, 14 კი გადაარჩინეს- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, 5 400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებდა.