კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს - თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 22:39 1114 ნახვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია.

მისივე განცხადებით, ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.

"ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებული ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის.

რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. 13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი, ყველას ჰყავს ოჯახში. ფაქტობრივად წირავენ, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 962 ადამიანი აიცრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი