აჭარაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 157 პაციენტი, გარდაიცვალა 4.
ბოლო მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს - 515 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -288, ონლაინ კლინიკაში - 1185. კრიტიკულია 16 პაციენტის მდგომარეობა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავრუსის სულ 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.