შემცირებული ვაქცინაცია

20 სექტემბერი 2021, 18:00 894 ნახვა

საქართველოში ვაქცინაციის ტემპმა იკლო.  ბოლო 24 საათში 7 ათას  720 მოქალაქე  აიცრა, მაშინ როცა ზუსტად ერთი კვირის წინ ვაქცინა გაიკეთა 26 ათას 125 -მა ადამიანმა.  სულ   20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია   მილიონ 655 ათას  აცრა.  1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33.2% , სრულად  კი 24.8 ადამიანი. ვაქცინაციის ტემპმა იკლო  აჭარაშიც.

ორჯერადად რეგიონში მხოლოდ 29,8% აცრილი. სპეციალისტების განცხადებით, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, მეხუთე ტალღა გარდაუვალია.   რაც შეეხება ეპიდვითარებას, კორონავირუსი  662  მოქალაქეს  დაუდასტურდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათგან 1 აჭარაში.  რეგიონში ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი