6 ოპოზიციონერ დეპუტატს შესაძლოა უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს

20 სექტემბერი 2021, 18:25 614 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის  არგუმენტად საბჭოში  არასაპატიო მიზეზით  გაცდენილი სამუშაო საათები სახელდება. იგულისხმება ის პერიოდიც, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა და სხდომებს არ ესწრებოდა.  საკითხზე უკვე იმსჯელა   საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.

ერთ-ერთი არის გია აბულაძე, რომელიც   საკანონდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლის შემდეგ არცერთ სხდომას არ დასწრებია.  გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით საბჭოში წარმოდგენილი დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური  ფარსი და ამჯერადაც ვერ  გაბედავს „ქართული ოცნება“  ოპოზიციისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერებას. უმაღლესი საბჭოს  საკონსტიტუციო , იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული პროცედურები რეგლამენტით არის გაწერილი და  საკითხი კენჭისყრაზე მომდევნო პლენარულ სხდომაზე გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი