ენმ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

20 სექტემბერი 2021, 18:30 770 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ხელისუფლებამ ნაპირსამაგრი  სამუშაოებისთვის 55 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პლაჟი არ არსებობს და დანგრეულია.  საუბარია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. რეზო ხარაზმა ბრიფინგი დღეს სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართა. მისივე თქმით, ეს პროექტი კორუფციულია.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებულ პროექტს გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული აშენებას ეხება. მისი თქმით, ეს მოქალაქეების დაცინვაა, მაშინ როდესაც მმართველმა გუნდამადლიის მოსახლეობას წყლის სისტემის მოწესრიგება დაჰპირდა და თანხები არამიზნობრივად გახარჯა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეზო ხარაზი ცდილობს ოცნების მიერ განხორციელებული და დაანონსებული პროექტები გადაფაროს, ოპოზიციის წარმომადგენელს კი არასერიოზული პოლიტიკოსი უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი