ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა სხვა თემებით გადაფარვა - გაბუნია ბანერებზე

20 სექტემბერი 2021, 13:47 1436 ნახვა

როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ვაქცინაციას აზარალებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ხასიათის ბანერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა სხვადსხვა თემით. 

''რა მოხდა და  რატომ მოხდა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს. გაირკვევა დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეს საკითხი წამოწეული აქვს. ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა ნებისმიერი, ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა. გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

ამდენად, ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით რომ უნდა გაგრძელდეს, ცალსახად, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა.

ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, ეს ყველაფერი გასაგებია და კიდევ უკეთესი იქნება, მეტი აქცენტი გაკეთდეს მედიაში  თავად, უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე, რადგან სხვაგვარად ჩვენ ვერ დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რომელიც ვაქცინაციით გვინდა მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი