დღეს გაირკვევა დააჯარიმებს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო „ბათუმი ამბასადორს“ უკანონო მშენებლობისთვის. მეჩვიდმეტე საართულის უკანონოდ დაშენების შესახებ სააგენტოში ამ წუთებში მსჯელობენ. მშენებელს, ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აქვს. შეგახსენებთ, ეს ის პროექტია, რომელსაც ბათუმელების დიდი ნაწილი მუდმივად აპროტესტებს. არაერთი ხმაურიანი აქცია გამართეს და მშენებლობის შეჩერებაც მოითხოვეს. საქმეს საასამართლოც განიხილავს, რომელსაც ორგანიზაცია „ბათომმა“ და მოქალაქეებმა მიმართეს. მათი მოთხოვნა მშენებლობის შეწყვეტა და ძველ ბულვარში მსგავსი მასშტაბის მშენებლობების აკრძალვაა.