საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3534 პირი.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 720 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 655 040 აცრა გაკეთდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,91 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,14 პროცენტი.
გუშინ საქართველოში 12 503 ტესტი ჩატარდა. მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.