ვგმობთ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას, პროცესთან კავშირი არ გვაქვს - NCDC

19 სექტემბერი 2021, 12:30 716 ნახვა

''თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ამ ფაქტს ვგმობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება.

„ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.ცენტრის განცხადებით მათი მხრიდან  მუდმივად ხდება მოწოდება  მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე. გუშინ ქალაქში გამოჩნდა ბანერები,სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი