დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში.
დასუფთავების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.