თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ვაჟთა და ქალთა ტურნირშიც 15-15 მოჭადრაკე მონაწილეობდა. აჭარას ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე წარმოადგენდნენ.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით, 8 ტურად გაიმართა. ვაჟთა შორის ზურაბ სტურუამ გაიმარჯვა, ქალთა შორის კი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა, რომელმაც ორი ტურნირის ქულათა ჯამით – ”მაია ჩიბურდანიძის თასის” და ”ნონა გაფრინდაშვილის თასის” ჯამური შედეგებით ასპარეზობაშიც გაიმარჯვა, ამავე ტურნირში ვაჟთა შორის ჩემპიონი გიგა ყუფარაძე გახდა. ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია ჯამური შედეგებით ასპარეზობაში III საპრიზო ადგილს დაეუფლა.